

რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე 27 მარნეულელი მოქალაქეა დასაქმებული. ისინი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადების დღეებში დაბრუნდნენ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ შმაგი ხიჯაკაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, მარნეულიდან ჩამოსული 27 მოქალაქე თვითიზოლაციაში ავტობანის მშენებელი კომპანიისგან დაქირავებულ სახლებში, სოფელ უბისაში, იმყოფებიან.
შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ ყველა მათგანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა და ისინი თავს ჯანმრთელად გრძნობენ.
ამ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში სულ 39 პირი რჩება, ერთი მათგანი კარანტინშია. აქედან 27 პირი არის მარნეულიდან, ხოლო დანარჩენებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.