კორონავირუსის პანდემიის გამო იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი რამდენიმე საათის წინ დაიკეტა .

ამ საკითხზე იერუსალიმის პოლიცია და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ.
ტაძრის დახურვა, ჯერჯერობით, ერთი კვირით გადაწყდა. თუმცა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმ დრომდე, ვიდრე სიტუაცია იქნება კრიტიკული.
იერუსალიმის ამ ტაძარში მორწმუნეები ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლის გადმოსვლას ზეიმობენ.