

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის, ინფორმაციით, იმ პაციენტებს, რომლებსაც გრიპის სიმპტომები გამოუვლინდებათ, ან ოჯახის ექიმის კონსულტაცია სჭირდებათ, შეუძლიათ ხარაგაულის საავადმყოფოს ოჯახის ექიმს აზა ფურცელაძეს ტელეფონით დაუკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 593 681 409.
„თუ პაციენტი გრიპის სიმპტომებით ხარაგაულის საავადმყოფოში მოვა, ჩვენ გამოვიკითხავთ პაციენტის მდგომარეობას. თუ მას დაუფიქსირდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აქვს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია, ან დაავადებულთან კონტაქტი, მას გადავიყვანთ იზოლირებულ პალატაში განცალკევებით და შევატყობინებთ შესაბამის სამსახურებს, – ამბობს მაკა ქასრაშვილი – ხარაგაულის საავადმყოფოში ბოქსირებული პალატები არ გვაქვს. ასე რომ, ჩვენი საავადმყოფო კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ვერ მოემსახურება“.
საქართველოში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის გამო ხარაგაულის საავადმყოფოში მოწვეული სპეციალისტების მომსახურება დროებით შეფერხებულია.
მაკა ქასრაშვილის თქმით, პაციენტებს, რომლებსაც ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის ან ფტიზიატრის დახმარება სჭირდებათ, შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 595 147 407 – ვლადიმერ თხელიძე (კარდიოლოგი); 577 090 430; 593 64 77 95 ჯუნი ფერაძე (კარდიოლოგი); 599 969 076 მარიკა ნაცვლიშვილი (ენდოკრინოლოგი); 555 25 45 21 ქეთევან აბრამიშვილი (ფტიზიატრი).
ხარაგაულის საავადმყოფოში გადაუდებელი დახმარების მიღება, ასევე ბავშვთა გეგმიური აცრები კვლავინდებურად შეუზღუდავადაა შესაძლებელი.
თამთა გოგოლაძე
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ,
2025 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2