21 მარტს მსოფლიო ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ტყის დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს დააწესა.
ტყე არის მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც ცხოვრობენ ცოცხალი ორგანიზმები, სადაც მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები, საარსებო გარემო-აბიოტური და ბიოტური თანაბარი განვითარების პროცესში არიან ჩართულნი.

ტყეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც ხალხის, ისე ჩვენი პლანეტის კეთილდღეობაში; უზრუნველყოფენ სუფთა ჰაერს, წყალს, განაპირობებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და არეგულირებენ კლიმატს.

21 მარტს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბის „EDC-გარემოსდამცველთა კლუბი“ ინიციატივით კეცხოველის სასკოლო პროექტში ჩართული სკოლებისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა თემაზე „ტყე და მეტყევე“. სემინარს უძღვებოდა აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის სტუდენტი ალექსანდრე ნარსია.

სემინარზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ მსურველს როგორც ხარაგაულის სკოლებიდან, ასევე ნებისმიერი სხვა რეგიონის სკოლიდან.

სახელმწიფოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კეცხოველის სასკოლო პროექტი მუშაობას ონლაინ რეჟიმში განაგრძობს. საგანმანათლებლო ონლაინ სემინარები ხშირად გაიმართება ეკო კლუბების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ონლაინ სემინარი ZOOM პლათფორმით წარიმართა.
მადლობა თითოეულ სკოლას, მასწავლებელს, მოსწავლეს, ვინც მოუსმინა სემინარს.
სამწუხაროდ, სურათების დაფარვა მოგვიწია.

თეა ტალახაძე
ეკო კლუბის „EDC-გარემოსდამცველთა კლუბი“ კოორდინატორი