ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სკოლის, ვერტყვიჭალასა და საღანძილეში – საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
ასევე შენდება ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში ორგანიზაციების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამ პირობებში, როგორ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, – ამის გასარკვევად მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს დავუკავშირდით.
კიცხის სკოლის მშენებელი ამხანაგობის – შპს „ინ სი“ და შპს „ქალაქპროექტი“ – მენეჯერი გია დავითულიანი ამბობს: „მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. მშენებლობის შეფერხების ერთადერთი გარემოება ამინდია. თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, მშენებლობა გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ამჟამად რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს ვაწარმოებთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილესა და ვერტყვიჭალაში, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში საბავშვო ბაღებს ამხანაგობა „იმერეთი და ხურო“ აშენებს. ამხანაგობის დირექტორის, რუბენ ჩინჩალაძისგან, მოპოვებული ინფორმაციით, ვერტყვიჭალასა და საღანძილეში სარდაფის სართულები უკვე დაბეტონებულია და უახლოეს დღეებში კედლების მშენებლობა დაიწყება. ქვემო საზანოში, ჯერჯერობით, სარდაფის სართულის მშენებლობა მიმდინარეობს და სამუშაოების პროცესის შეჩერებას არ აპირებენ.
„ამ ეტაპზე სამუშაოები ჩვეულებრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიმდინარეობს. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, შეჩერებას არ ვაპირებთ. ყოველდღიურად ვმუშაობთ. ამჟამად ორი სახიდე გადასასვლელი შენდება და გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს“, – ამბობს ღორეშა-ბაზალეთის მშენებელი კომპანიის შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი ლევან ტრაპაიძე.
მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პროექტები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: კიცხის სკოლის მშენებლობა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.