დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, დისტანციურად ჩატარდა.
დისტანციურად გამართულ სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს და შეაფასეს.
აღნიშნული საკითხი კომისიურ ფორმატში განხილულად ჩაითვალა. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, საკითხი გავიდეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა მერიის საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროსი ნინო მაღლაკელიძე.
ჩვენ დისტანციური სხდომის შემდეგ დავუკავშირდით საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ვარლამ ჭიპაშვილს და ვთხოვეთ კომისიის შეფასება ეცნობებინა.
„ბიუჯეტის წლიური შედეგების მიხედვით შემოსავლების მდგომარეობა ნორმალურია, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – არ შესრულდა მხოლოდ ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლის გეგმა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრასფერების გეგმა, რადგან ფაქტობრივი შესრულებები არ არსებობდა; ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტს თანხებს ურიცხავს მხოლოდ სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ხარჯების (გადასახდელების) შესრულების მაჩვენებელი არასახარბიელო და პრობლემურია.
საბიუჯეტო სახსრებიდან, ძირითადად, აუთვისებელი დარჩა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაგეგმილი ფინანსები – მათ შორის დიდი წილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელ ხარჯებზე მოდის.
დეპუტატები გამოხატავენ სამართლიან გულისწყრომას იმის გამო, რომ – დაფინანსება არსებობდა, პროექტები დაიგეგმა და თანხები ვერ ავითვისეთ, პროექტები ვერ შესრულდა.
სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ბიუჯეტის წლიურ ანგარიშში ასახული ყოფილიყო ააიპ-ების წლიური ანგარიშები, რაც ამჯერად გათვალისწინებულია, მაგრამ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით გაწეული ხარჯების მიზნობრიობა, რაც სახელმწიფოდან მიღებულ დაფინანსებასთან ერთად იწევა საკუთარი შემოსავლების ხარჯზე, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2019 წლის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით იკვეთება, რომ მუნიციპალური ააიპ-ების რეორგანიზაციას ხელშესახები შედეგები არ მოჰყოლია. ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურილი პროექტები, რაც კარგია. თუმცა, ეს საკმარისი არაა და შედეგებიც არ გვაკმაყოფილებს.
უმჯობესი იქნებოდა, საკრებულოსგან შემუშავებულ საბიუჯეტო შენიშვნებს საანგარიშო პერიოდში მეტი ყურადღება მიქცეოდა მერიის მხრიდან. მეტი უნდა ვიშრომოთ და იმედია, პრობლემებს დავძლევთ და შედეგებს გავაუმჯობესებთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.