სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საავადმყოფოების მედპერსონალი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.
ზომიერებისა და წესების დაცვისკენ მოგვიწოდებს ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი, ექიმი გიორგი ბარბაქაძე:
-დავიწყოთ პოზიტივით, რომ დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელების შემთხვევები. ვირუსის გადაცემის პრევენცია ადამიანების კულტურასა და თვითშეგნებაზეა დამოკიდებული. საქართველოში, ჯერჯერობით, დაავადება კონტროლს ექვემდებარება. ჩვენმა მედიკოსებმა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს შეძლეს.
ვიცით, რომ რისკის ჯგუფში არიან მოხუცები და ქრონიკულად მოავადეები. პრაქტიკულად, ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს ვირუსი მომაკვდინებელი ნამდვილად არ არის, სიმპტომური მკურნალობის ფონზე გააგრძელებს ცხოვრებას.
მინდა თითოეულ ხარაგაულელს მივმართო – ნუ ვიქნებით სხვისი დაინფიცირებისა და გარდაცვალების მიზეზი. ეს არის ყველაზე დიდი პრევენცია. მოვერიდოთ უცხო კონტაქტებს, ინტენსიურ მოძრაობას. ნუ ვიყიდით ხუთ ტომარა პურის ფქვილს, როცა ერთიც საკმარისია. საკვები პროდუქტების უაზრო მომარაგება ვირუსის პრევენცია არ არის. ვიფიქროთ სახელმწიფოებრივად და არა – მერკანტილურად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 18 პირია თვითიზოლაციაში. პირადად მე გადავიყვანე თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი მოქალაქე კარანტინში წყალტუბოში. ეს არ უნდა დაგვჭირდეს.
ხარაგაულის მოქალაქეებში, ჯერჯერობით, კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. ვაკონტროლებთ სიტუაციებს, როგორ, როდის და ვინ შემოდის უცხოეთიდან. სამოქალაქო საზოგადოებას ექიმების ტაშისთვის მინდა მადლობა ვუთხრა.
ნუ გვექნება პანიკური შიში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად იქნება.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი