

ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროს შორენა ყანჩაველისგან მოპოვებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში ხარაგაულში არ დარეგისტრირებულა არცერთი ახალშობილის დაბადება. შორენა ყანჩაველის ინფორმაციით, მათი სამსახური ახალშობილს არეგისტრირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხარაგაულის საავადმყოფოში დაიბადა.
იმ ფაქტს, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში წელს ნამდვილად არ დაბადებულა ახალშობილი, ადასტურებს საავადმყოფოს მთავარი ექიმი ქეთევან აბრამიშვილი.
მისივე თქმით, ხარაგაულელი ფეხმძიმე ქალბატონები, უკვე ექვს თვეზე მეტია, ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებას, არათუ მშობიარობისთვის, არამედ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე ასაყვანადაც იშვიათად მიმართავენ.
ამის მიზეზი კი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და დარგისადმი უყურადღებობაა.
ლაურა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,