

ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე მარაგები საკმარისია.
საქართველოში დღეს პირბადებისაა და სადენზინფექციო საშუალებების წარმოება დაიწყო.
კორონავირუსის სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით მარაგები ივსება, – აღინიშნა ამ წუთებში კორონავირუსთან გამართულ სამთავრობო ბრიფინგზე.
მოგვიწოდებენ, რომ ყველა დავრჩეთ სახლში – ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც ახლა ყველამ უნდა გაიზიაროს!
მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გავიდეთ გარეთ.
საკოორდინაციო საბჭოს სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელიც ქრონიკული დაავადებით იყო.
საქართველოში დღემდე არსებული 981 შესაძლო შემთხვევიდან ლაბოტორიულად მხოლოდ 40 შემთხვევაში დადასტურდა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
„ჯერჯერობით, ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ გვაქვს. თუმცა, შემთხვევათა ზრდა იქნება. მთავარი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია.
უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს სოციალური (ფიზიკური) დისტანცირების ღონისძიებები“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,