

ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების გამო, საქართველოს მთავრობამ მიკროავტობუსების გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორის, დავით ხარაძის ინფორმაციით, ოფიციალური მითითება, საქალაქთაშორისო მიმართულებებზე მიკროავტობუსების მოძრაობის შეჩერების თაობაზე, ჯერ არ მიუღია.
ხარაგაულიდან დღეს დილით მიკროავტობუსები ქუთაისის, ტყიბულისა და კიცხი-ზესტაფონის მიმართულებით გავიდნენ. დათო ხარაძე ამბობს, რომ შემცირებულია მგზავრთა რაოდენობაც. ყველა მიკროავტობუსს დეზინფექცია ყოველდღე უტარდება.
ზესტაფონში ჩასული მიკროავტობუსები პატრულმა ავტოსადგურში არ შეუშვა და ხარაგაულში დააბრუნა.
დღეს დილით თბილისის მიმართულებით ხარაგაულიდან ორი მიკროავტობუსი წავიდა. ლეღვანი-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლის, ჯონი არევაძის ინფორმაციით, გზაში დასავლეთის ყველა ქალაქიდან მიმავალი მიკროავტობუსი ხვდება, თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, ავტომაგისტრალზე ნაკლები ტრანსპორტი მოძრაობს.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ხარაგაული-თეთრაწყაროსა და ნადაბური-ხარაგაულის მიმართულებით მიკროავტობუსი არ მოძრაობს. მძღოლი შოთა აბაშიძე მარშრუტზე მოძრაობის შეჩერების თაობაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა აფრასიონ ლურსმანაშვილმა გააფრთხილა. რამდენ ხანს გაგრძელდება მუნიციპალური მიკროავტობუსების მიმართ ეს შეზღუდვა, ჯერჯერობით, უცნობია.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული