

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მშვიდობის კორპუსის ორი მოხალისეა – ხიდრისა და მარელისის საჯარო სკოლებში.
მარელისის სკოლის დირექტორის, ვერა ოდიკაძის ინფორმაციით, მათ სკოლაში მომუშავე მოხალისე არდადეგების პერიოდში ევროპაში სამოგზაუროდ გაემგზავრა და კალიფორნიაში, თავის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდა.
ხიდრის სკოლის დირექტორის, ეთერი პაპავას ინფორმაციით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეს არდადეგებისას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს და ამჟამად ის თბილისში იმყოფება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშვიდობის კორპუსმა მოხალისეები საქართველოდან გაიწვია.
მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თეო ნეფარიძე ამ ინფორმაციას არ გვიდასტურებს და ამბობს, რომ ამჟამად ყველა მოხალისე, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს, საქართველოში იმყოფებიან; ხოლო რამდენიმე მოხალისე ფრენების დროებითი შეზღუდვის გამო, საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა.
მშვიდობის კორპუსი, ჯერჯერობით, ოფიციალურ განცხადებას მოხალისეების გაწვევასთან დაკავშირებით არ აკეთებს.
ფოტო არქივიდან – ხიდრის საჯარო სკოლაში ღონისძიება მშვიდობის კორპუსის მოხალისის ჩართულობით მიმდინარეობს
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური