

დღეს, 7 ივლისს, ხარაგაულში გაიმართება პლასტიკური ნარჩენების გადამუშავების დღე. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.
მინისტრი ხათუნა გოგალაძე და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში – ნილს სკოტი დაათვალიერებენ სპეციალურ პრესს, რომელიც განკუთვნილია პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკების გადასამუშავებლად. ისინი ასევე დაესწრებიან გარემოსდაცვითი პლაკატების გამოფენას ხარაგაულის პარკში, რომელსაც ახალგაზრდა გარემოსდამცველები მოაწყობენ.
უკვე ერთი წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ნარჩენების გადამუშავების გარემოსათვის უსაფრთხო გზების დანერგვა. სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მცდელობით, სხვადასხვა სოფელში განთავსდა 26 ალტერნატიული ბუნკერი პოლიეთილენის ნარჩენების შესაგროვებლად, საჯარო სკოლებში ჩატარდა ღია გაკვეთილები ნარჩენების მართვის შესახებ, ხოლო ხარაგაულში გაიხსნა საქმიანი ეზო, სადაც მოხდება შეგროვებული ნარჩენების გადამუშავება.
სპეციალური პრესის მეშვეობით, პოლიეთილენის ბოთლები და პარკები გადამუშავდება უსაფრთხოდ, დაწვის გარეშე, რაც გამორიცხავს გარემოში მავნე ნივთიერებების, დიოქსინ ფურანების გამოფრქვევას.
ნარჩენების მართვის ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ გაეროს განვითარებისა პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
ნარჩენების მართვის დღე ხარაგაულში დაასრულებს ერთთვიან მწვანე მოძრაობას „ჩემი გარემო“, რომლითაც საქართველო გამოეხმაურა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,