

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, ხარაგაულში მოქმედი სკოლების თანამშრომლებისა და მოსწავლეების უცხოეთში მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია შეაგროვა.
ამ ინფორმაციის თანახმად, ამჟამად უცხოეთში ხარაგაულის სკოლების ორი მასწავლებელი და მშვიდობის კორპუსის ერთი მოხალისე იმყოფება. უცხოეთიდან ორი კვირის წინ დაბრუნდა ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.
რაც შეეხება მოსწავლეებს, „ჩემი ხარაგაულისგან“ მოპოვებული ინფორმაციით, საზღვარგარეთ ერთი მოსწავლე მშობელთან ერთად გაემგზავრა. ისინი საქართველოში 22 მარტს დაბრუნდებიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ 14 დღიანი საკარანტინო რეჟიმი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმაც უნდა გაიარონ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,