

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2 ივლისს დეპუტატებმა საკადრო ცვლილებები დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის ინფორმაციით, რადგან ა(ა)იპ „სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ზუმბაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით საკრებულოს წევრი გახდა, მას აღარ აქვს უფლება, იყოს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი. „ქეთევან ზუმბაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 30 ივნისს მომმართა. მან ძალიან კარგად გაართვა თავი საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვას, სანიმუშოდ ააწყო საქმე და აწი ღმერთმა ხელი მოუმართოს საკრებულოში,“ – აღნიშნა აკაკი მაჭავარიანმა. მან კოლეგებს ა(ა)იპ „სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობაზე ნინო ბუხნიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. „გავეცანი მის ბიოგრაფიას. სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული, უმაღლესი სასწავლებელი – წითელ დიპლომზე, პროფესიით პედაგოგია და აქვს საკმაო გამოცდილება,“ – აღნიშნა აკაკი მაჭავარიანმა.
დეპუტატ გოჩა ჩხაბერიძის თქმით, მისთვის მიუღებელია ამგვარი დანიშვნა. „რატომ უნდა დავამტკიცოთ მაინცდამაინც ეს პიროვნება? ქეთევანს ხომ ჰყავს მოადგილე. მას შეესრულებინა მოვალეობა დროებით. მერე ხომ გადავა გამგეობის დაქვემდებარებაში ა(ა)იპი, ჩატარდეს კონკურსი და გამარჯვებული დაინიშნოს დირექტორად. ეს არის სამართლიანი და ნორმალური. აქ ვიღაცის ინტერესია,“ – აღნიშნა გოჩა ჩხაბერიძემ.
ქეთევან ზუმბაძემ, რომელიც მუშაობას ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგედ გააგრძელებს, მადლობა გადაუხადა დეპუტატებს თანამშრომლობისთვის.
ახალდანიშნულმა დირექტორმა, ნინო ბუხნიკაშვილმა აღნიშნა, რომ ღირსეულად გააგრძელებს ყველა საქმეს. მისივე თქმით, როცა იქნება კონკურსი, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
დეპუტატებმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს ა(ა)იპ „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი მალხაზ კუპრაძე. ამ თანამდებობაზე მხარი დაუჭირეს მისი მოადგილე დავით გელაშვილის დანიშვნას.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,