

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები დღეს, 9 მარტს, ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებს შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის იმერეთის კოორდინატორის, ქეთევან ციბაძის, ინფორმაციით, პროექტი – „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო განვითარების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით დაიწყო.
„პროექტი იმ ფერმერებს აფინანსებს, რომლებსაც სოფლებში 1-5 მეწველი ძროხა ჰყავს, ასევე საშუალო-პროგრესულ ფერმერებს, რომლებსაც 5-20 ძროხა ჰყავს.
პროექტი ძირითადად პირველადი რძის წარმოების დაფინანსებას გულისხმობს. ეს არის ფერმების საწველი აპარატებით, რძის ავზებით, რძის ტემპერატურის გამზომი მოწყობილებებითა და სხვა საჭირო ინვვენტარით უზრუნველყოფა. ასევე შესაძლებელია საქონლის სადგომების რეაბილიტაცია და გაფართოება, რძის შემგროვებელი პუნქტებისა და რძის გადამამუშვავბელი საწარმოების დაფინანსება“, – ამბობს ქეთევან ციბაძე.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (www.arda.gov.ge) პროექტით დაინტერესებული ფერმერებისათვის საგრანტო განაცხადების მიღებას სავარაუდოდ მარტის ბოლოდან დაიწყებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,