

ხარაგაულში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკ ხაჩიძის ლოცვა-კურთხევით „მართლმადიდებლობის დღე“ აღინიშნა. საკვირაო მსახურების შემდეგ ხარაგაულის ქუჩებში მსვლელობა გაიმართა.
„მართლმადიდებლობის დღე“ დიდმარხვის პირველ კვირას აღინიშნება. ეს ტრადიცია დასაბამს IX საუკუნიდან იღებს, როცა 842 წლის თებერვალში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გადაწყდა განეკვეთათ ის სასულიერო პირები, რომელთაც არ სურდათ თავისი მწვალებლობის (ხატმბრძოლი) უარყოფა.
ამავე კრებაზე დადგინდა, რომ მორწმუნეთა ჭეშმარიტებაში განსამტკიცებლად ყოველწლიურად აღესრულებინათ „მართლმადიდებლობის ზეიმის“, წესი, რომელიც საკვირაო წირვასთან ერთად, ქუჩებში, ხატებით მსვლელობით აღინიშნება, რაც ხატთაყვანისცემის აღდგენის სიმბოლოა.
ხარაგაულში „მართლმადიდებლობის დღე“ ხარაგაულის თორმეტი მოციქულის ტაძრის მღვდელმსახურის მამა თომას (ლაცაბიძე) წინამძღოლობით აღინიშნა.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული