„ხარაგაულში მტვრის ისეთი ბუღია, ნიღბები კორონა ვირუსისთვის კი არა, რომ არ დავიხრჩოთ, იმისთვის გვჭირდება, – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულელი თამარ მაღლაკელიძე, – მთავრობა, პატრონი ჰყავს მოსახლეობას ან რაიონს?!
საუკუნის პროექტს სწირავთ ჩვენ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს?!“
ხარაგაულში მტვრისა და დასუფთავების პრობლემა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ახლახან გააშუქა.
სტატიაში „მტვრისა და ხმაურის წინააღმდეგ რეგულაციები თვითმმართველობამ უნდა შეიმუშაოს“ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თემურ ფურცელაძე აცხადებს: „მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ ქუჩები დასახვეტია და ამის გამოა მტვერი, აქ მოვიდნენ და მე გავცემ პასუხს“.
ხარაგაულში, ბოლო ერთი წელია, მტვერი ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობამ გამოიწვია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ მტვრისა და ხმაურის თავიდან ასაცილებლად გარკვეული რეგულაციები ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა შეიმუშაოს და ამის შესახებ მშენებელ კომპანიას მოელაპარაკოს.
„წერილობით მივმართეთ გზის მშენებელ კომპანიას, რომ ქუჩები მშრალ ამინდში რეგულარულად მოირწყას, მეტი შეთანხმება მათთან არ გვაქვს, – ამბობს ხარაგაულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აფრასიონ ლურსმანაშვილი, – ცენტრალურ მაგისტრალზე დიდი ავტომობილების გადაადგილებას ნამდვილად ვერ ავკრძალავთ, ამის ბერკეტი არ გაგვაჩნია. ჩვენი დასუფთავების სამსახურიც ქუჩებს ყოველდღიურად ასუფთავებს. ცუდ მდგომარეობაში ვართ ძალიან, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა“.
ბატონებო, მტვერში ჩამხვრჩვალი მოქალაქეები კითხულობენ – ამ რაიონს პატრონი ჰყავს?!
P.S. სოციალურ ქსელში თამარ მაღლაკელიძის ამ პოსტს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა უპასუხა: „შენ უნდა მომკლა? რა მტვერი აგიტყდა, ამ დილით ლუდი უნდა დაგეპოსტა“.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.