ახალი კორონა ვირუსის საქართველოში დაფიქსირების გამო საჯარო სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
სკოლებში, სწავლის განახლებამდე, სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს სკოლების დერეფნები, საკლასო ოთახების იატაკები, მერხები და სკამები.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, არდადეგების დაწყებამდე მან თანამშრომლებთან ერთად ხარაგაულში მოქმედი ოცდაექვსივე საჯარო სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა შეამოწმა. მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომამ კუთხით სკოლებში მონიტორინგს სწავლის განახლებამდე კიდევ ჩაატარებენ.
ორი კვირის წინ ხარაგაულის რესურსცენტრმა სკოლებს გადაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც ეხება სკოლებში სანიტარიის მიმართულებით მოვლა-პატრონობასა და ინსტრუქციებს. ამ დოკუმენტში მითითებულია ის სადეზინფექციო საშუალებები და სპეციალური ხსნარები, რომლებიც სკოლაში უნდა გამოიყენონ.
„იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე ითქვა, რომ სკოლებში დეზინფექცია ამ მიზნით შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფებმა განახორციელონ, მაგრამ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – საკლასო ოთახების გარდა უნდა დამუშავდეს ტრანსპორტი, რომლებითაც მოსწავლეები სკოლებში გადაჰყავთ. ამჟამად ხარაგაულის საჯარო სკოლებში დეზინფექციას სკოლის დამლაგებლები ატარებენ. სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები და დერეფნები, სასკოლო ინვენტარი, მერხები და სკამები კი სპეციალური ხსნარით იწმინდება.“
ფოტოზე: ხარაგაულის #2 სკოლაში სასკოლო ინვენტარს ხსნარით ამუშავებს სკოლის დამლაგებელი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი