რა თანხა გაიცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე 2019 წელს, პრემიებისა და დანამატების სახით, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიას მივმართეთ.
მერიიდან ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, ხელმოწერილი პასუხი მივიღეთ, სადაც წერია, რომ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე 2019 წელს პრემია და დანამატი არ გაცემულა“.
ამ პასუხმა ანდაზა – „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს“ – გაგვახსენა, რადგან საკრებულოდან გვიპასუხეს, რომ 2019 წლის განმავლობაში საკრებულოს ოთხ თანამშრომელზე 850 ლარი გაიცა, ერთჯერადი სახელფასო დანამატის სახით. ეს თანხა საკრებულოს აპარატის ოთხმა თანამშრომელმა დამატებითი ფუნქციის დაკისრების გამო დაიმსახურა.
ამავე დროს, ჩვენთვის ცნობილია, რომ საახალწლოდ, მერიის თანამშრომლებმა მიიღეს სახელფასო დანამატები (ფულადი ჯილდოს სახით), სახელფასო სარგოს 50-80%-ის ოდენობით, თითოეული თანამშრომლის მუშაობის შეფასების საფუძველზე.
ეს ინფორმაცია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა.
სულ 2019 წლის დეკემბერში მერიის თანამშრომლებზე სახელფასო დანამატის სახით 64 635 ლარი გაიცა.
გაუგებარია, რატომ უმალავენ თანამშრომლებზე საახალწლოდ ფულადი ჯილდოების გაცემის ამბავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს?!
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი