ხარაგაულში ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში საგანმანათლებლო კვირეული მიმდინარეობს. მასში მუნიციპალიტეტში მოქმედი თხუთმეტი სკოლის ეკოკლუბების წევრები ჩაერთვნენ. კვირეული 24-დან და 28 თებერვლამდე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში იმართება და სხვადასხვა თემებზე ლექცია-სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს.

დღეს, 28 თებერვალს, საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში სკოლების ეკოკლუბებისათვის ტრენინგი „წყალი, სანიტარია, ჰიგიენა“ ჩატრადა.

„2008 წელს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კვლევების საფუძველზე დაადგინა, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის  ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი დაბინძურებული წყალია, – აღნიშნა ტრენერმა მაკა ნუცუბიძემ, – გაეროს რეკომენდაციის საფუძველზე, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სკოლების, საბავშვო ბაღებისა და თითოეული მოქალაქისთვის სუფთა სასმელი წლის მიწოდება. მოქალაქეს აქვს მიიღოს სუფთა სამელი წყალი, თუმცა ამასთან ერთად მას აქვს მოვალეობა, მოუფრთხილდეს, ეკონომიურად და რაციონალურად გამოიყენოს წყლის რესურსი. ეს ყველაფერი აუცილებელია სკოლის მოსწავლეებმა ამ ასაკიდანვე გაითავისონ“.

საგანმანათლებლო კვირეულის პირველ დღეს ეკოკლუბების წევრებს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე პროექტის „ეს ქვეყანა შენია“ შესახებ ესაუბრა; 25 თებერვალს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის წარმომადგენელი შოთა გოლუბიანი – დაცულ ტერიტორიებსა და მის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხარაგაულის #2 სკოლისა და გიმნაზიის ეკო კლუბებისთვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ლაშქრობა დაიგეგმა.

კვირეულის მომდევნო დღეს ხარაგაულის გიმნაზიის, კიცხის, ვარძიის, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლების ეკოკლუბების წევრებთან ლექცია-სემინარები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებმა ლადო ბარამაძემ და გიორგი ცომაიამ ჩაატარეს. ლადო ბარამაძე მოსწავლეებს დნმ-სა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხოლო გიორგი ცომაიამ წაიკითხა ლექცია თემაზე „ისტორიული ექსკურსი აზროვნების ლაბირინთში და თანამედროვე  ტექნოლოგიები“.

27 თებერვალს კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში CENN-ის წარმომადგენლებთან – ვანო გიოშვილთან და ლევან სებისკვერაძესთან გაიმართა შეხვედრა.

ხარაგაულში ნიკო კეცხოველის პროექტის კურატორის, თეა ტალახაძის ინფორმაციით, უახლოეს კვირაში გენდერულ საკითხებზე ტრენინგს დიეგო მიქავა ჩაატარებს.

ფოტოზე: ხარაგაულელი მოსწავლეები აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრაზე.