ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სკოლების რეაბილიტაციისათვის 410 ათასი ლარი გამოეყო. რომელი სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება 2020 წელს ხარაგაულში, ამის გასარკვევად დღეს ხარაგაულის საკრებულოში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა.
ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თემურ თაბუკაშვილის, ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო, გამოყოფილი თანხით, პირველ ეტაპზე სკოლებში სახურავების, სველი წერტილებისა და კარ-ფანჯრების მოწესრიგებას ითხოვს.
„გასულ წელს სკოლების რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერებიდან დაზოგილი 50 ათასი ლარით 15 სკოლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება შევისყიდეთ. პროექტირება ჯერ არ დასრულებულა. დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ სკოლის დირექტორებთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შევჯერდებით, გამოყოფილი 410 ათასი ლარით რომელ სკოლაში რომელი პრობლემის მოგვარება უფრო პრიორიტეტულია“, – აღნიშნა კომისიის სხდომაზე თემურ თაბუკაშვილმა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის, ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამი სკოლის – ვერტყვიჭალის, მარელისისა და წყალაფორეთის – სრულ რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი გაზაფხულიდან დაიწყებს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლების უმრავლესობა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. გამოყოფილი თანხა ჩვენი სკოლების პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალიან მცირეა; მაგალითად, წიფის სკოლის შენობა დანგრევის საშიშროების წინაშეა, რადგან სკოლის საყრდენი კედელი ინგრევა“, – ამბობს მარინა ვეფხვაძე.
თემურ თაბუკაშვილის თქმით, ზაფხულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიუჯეტიდან, სტიქიის პრევენციისათვის, დაახლოებით 300 ათას ლარს ელოდება და ამ თანხის ნაწილი წიფის სკოლის საყრდენი კედლის რეაბილიტაციას მოახმარდება.
საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ, აღნიშნა, რომ ხარაგაულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ განათლების სამინისტროს სკოლების სარეაბილიტაციოდ თანხის დამატება უნდა მოსთხოვოს.
გთავაზობთ იმ 15 სკოლის ჩამონათვალს, პროექტის მოკლე აღწერითა და სავარაუდო ღირებულებებით, რომელთა რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მზადდება:
ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი