რიკოთის ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულებმა ჩინეთიდან ჩამოსული შვიდი მუშის მშენებლობის ტერიტორიაზე საკარანტინოდ განთავსება გააპროტესტეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩინელი მუშები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევში პირდაპირ აეროპორტიდან მიიყვანეს და კარანტინი საწყობში მოუწყვეს.
კორონა ვირუსის საფრთხის გამო, ქართველებმა მუშაობაზე უარი განაცხადეს და ჩინეთიდან ჩამოსულების სხვაგან გადაყვანა მოითხოვეს.
სამშენებლო ობიექტიდან რამდენიმე მეტრში ვაშლევის საჯარო სკოლა მდებარეობს. ამ სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი მოითხოვს, რომ ჩინეთის მოქალაქეები საკარანტინოდ სხვაგან გადაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ სასწავლო პროცესის გაგრძელებას ვერ შეძლებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა:
„ვაშლევში ახლახან ჩამოსული ჩინეთის არცერთი მოქალაქე ავად არ არის. ეს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ შეამოწმა. მან შვიდივეს თვითონ გაუზომა ტემპერატურა. რაც შეეხება იმას, – რომ ვირუსის მატარებლები არ იყვნენ, – ამისთვის ორკვირიან იზოლაციას გაივლიან.
რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ფსიქოლოგიური დისკომფორტი შეექმნა, ამიტომ ამ საღამოს მათ ვაშლევიდან ბორითში გადაიყვანენ და ჩინური მშენებელი კომპანიის ოფისის ოთახებში განათავსებენ, სადაც სხვებსაც ამყოფებენ კარანტინში.
ასეთი მაღალი მიგრაციული პროცესების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოშია, გამორიცხული არაფერია. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 29 ქვეყანაში, მათ შორის – ამერიკაში, კანადაში, გერმანიაში – დაფიქსირდა. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად და მზად უნდა ვიყოთ.
კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მიიღეს ბორითის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მენეჯერებმა, რომ ნებისმიერი პირის ჩამოსვლა დაუყოვნებლივ აცნობონ ადგილობრივ თვითმმართველობას და საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ყველა ასეთი პირი აუცილებლად დროებით იზოლაციაში უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, მათ ჩინეთში კარანტინი აქვთ თუ არა გავლილი“.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი