ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ გიმნაზიის მეთერთმეტე კლასელი საბა ებანოიძე გადავიდა. მან ეს წარმატება გეოგრაფიაში მოიპოვა.
„ოლიმპიადის პირველ ტურში ტესტური დავალებები სასკოლო პროგრამიდანაა, – ამბობს საბა ებანოიძე, – მეორე ტურის დავალებები უფრო რთულია და სკოლის პროგრამას სცილდება. მოსწავლეს უფრო მეტად ინტერნეტიდან, ვიკიპედიიდან და ენციკლოპედიებიდან მოძიებული ცოდნა სჭირდება. ზოგიერთი შეკითხვა იმდენად დამაბნეველია, რომ გამორიცხვის მეთოდით უნდა მიხვიდე სწორ პასუხამდე.
მესამე ტურში შარშანაც ვმონაწილეობდი. საკმაოდ რთული იყო და ალბათ წელსაც ასე იქნება. სკოლის პროგრამიდან თითქმის არაფერს გეკითხებიან. გეოგრაფიას საზღვრები არა აქვს და ვერ დაგეგმავ, წინასწარ რა იმეცადინო, რომ მესამე ტურში გამოგადგეს. ცოდნის მაქსიმალურად მობილიზება უნდა შეძლო“.
„მოსწავლის წარმატებას მოსწავლისა და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობა განაპირობებს, – ამბობს საბას გეოგრაფიის მასწავლებელი დალი ხარატიშვილი, – საბა ძალიან ბევრს მუშაობს. ისეთ საკითხებს, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში ვერ განვიხილავთ, საბა ინტერნეტისა და სხვადასხვა საშუალებებით იკვლევს და სწავლობს. მის წარმატებას სიბეჯითე განაპირობებს“.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე ტურში მხოლოდ 45 მოსწავლე გადავიდა.
„ჩემს კლასელებს პირველ ტურში მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ, თუმცა შემდგომ ტურში აღარ გავიდნენ, – ამბობს საბა, – ალბათ, საკუთარი ცოდნის იმედი არ ჰქონდათ. ოლიმპიადაზე მონაწილეთა სიმცირე საატესტატო გამოცდების გაუქმებასაც უკავშირდება“.
„ოლიმპიადის ტესტები სასკოლო პროგრამას ძალიან დაშორდა. თუ მოსწავლეს დიდი ნიჭი არ აქვს, ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევა რთულია. თუ ერთ წელს წარმატებას ვერ მიაღწია, მოტივაცია უქრება. მხოლოდ საგნის ცოდნა საკმარისი არაა, მოსწავლეს ზოგადი ცოდნაც უნდა ჰქონდეს“, – მიაჩნია დალი ხარატიშვილს.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეს საბა ებანოიძეს ოლიმპიადის დასკვნით ტურში. საბა შარშან ამ ოლიმპიადაში საუკეთესოთა ათეულში მოხვდა და გეოგრაფიაში მიღწეული შედეგით, საქართველოს მასშტაბით, მეექვსე ადგილი დაიკავა.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: საბა ებანოიძე მასწავლებელ დალი ხარატიშვილთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი