მიწის რეგისტრაციის რეფორმაში ცვლილებებია. 2020 წლის პირველი იანვრიდან მოქალაქეები მიწის რეგისტრაციას კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ.
ამის შესახებ დღეს, 18 თებერვალს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ხარაგაულის ადმისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის წევრებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები თამარ თაქთაქიშვილი, თინათინ ტუღუში და დავით ახალბედაშვილი ესაუბრნენ.
„მიწის რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა, – აღნიშნა შეხვედრაზე თინათინ ტუღუშმა, – რეფორმის ამოქმედების შემდეგ საჯარო რეესტრში მოქალაქეთა მიმართვიანობა ხუთჯერ გაიზარდა. ამ პერიოდიდან დღემდე საქართველოში დარეგისტრირებულია 770 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი. რეფორმის მიზანია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის უფლებათა რეგისტრაცია, ასევე უფლებრივი და საკადასტრო მიწების სრულყოფა“.
თამარ თაქთაქიშვილის ინფორმაციით, „მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი გახდა და უვადოდ იქნება ძალაში.
ცვლილების მიხედვით, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ იმ დოკუმენტებითაც, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია დღემდე შესაძლებელი არ იყო; მაგალითად: მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონშესაბამისად იმ შემთხვევაშიც ჩაითვლება, თუ მასში დოკუმენტის გაცემის წელი მითითებული არ არის.
მიწის დარეგისტირიება შესაძლებელი იქნება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში.
თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობით“, – აღნიშნა თამარ თაქთაქიშვილმა.
დავით ახალბედაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიწის აღიარების კომისიაში საქმეების განხილვა დროში ძალიან ხანგრძლივდებოდა. მისი თქმით, კომისიას საქმეების განსახილველად სამი თვე განესაზღვრა.
თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ არის შენობის საძირკველი, რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში პირმა უნდა გააკეთოს ექსპერტიზის დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე არსებობდა შენობა-ნაგებობა.
2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.
კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული თითქმის ყველა მომსახურება უფასო იქნება. ასევე უფასოდ გაიცემა სამკვიდრო მოწმობა“,- აღნიშნა დავით ახალბედაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად, კონკრეტული მაგალითები განიხილეს და აქტუალურ საკითხებზე პასუხები მიიღეს.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი