

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითიინფორმაციისა და განათლების ცენტრი 9-13 მარტის კვირაში ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომელიც სხვადახვა აქტუალურ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს. ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა არის პროცესი, რომელიც ზრდის მოსწავლეების ცოდნასა და ცნობიერებას გარემოსა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, ავითარებს ამ გამოწვევების საპასუხო აუცილებელ უნარებს, აძლიერებს გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობას და აყალიბებს სწორ დამოკიდებულებებს.
სასწავლო პროცესს წარმართავენ დარგის ექსპერტები და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციიდან მოწვეული საინტერესო სტუმრები. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს.
შეხვედრები ჩატარდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, მისამარზე – თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი #6.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.eiec.gov.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,