ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაიზრდება.
ეს გადაწყვეტილება საკრებულომ 3 თებერვლის სხდომაზე მიიღო. სხდომის დაწყებამდე ხარაგაულის მერმა ნიკო თოფურიძემ საკრებულოს წერილით მიმართა, რომ 3 თებერვლის სხდომაზე, მერიისგან წარმოდგენილი საკითხი, – მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების შესახებ, – არ განეხილათ. წერილი დეპუტატებს მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა წარუდგინა.
რატომ შეცვალა მერმა თავისი ინიციატივა, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატების თაობაზე, – ამაზე პასუხი ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა მოითხოვა. მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს კახა გოლუბიანის ინფორმაციით, მან ამის შესახებ არაფერი იცის.
თოფურიძის ამ წერილის მიუხედავად, საბიუჯეტო ცვლილების პროექტი ხელფასების მატებას მაინც ითვალისწინებდა. ცვლილების პროექტის თანახმად, მერიის თანამშრომელთა ხელფასის ხარჯი 146 ათასი ლარით, საკრებულოს სახელფასო ხარჯი – 34 ათასი ლარით, ხოლო სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის – 12 ათასი ლარით იზრდებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ წინადადება დააყენა, რომ საკრებულოსა და მერიაში ხელფასები მხოლოდ იმ საჯარო მოხელეებს მომატებოდათ, რომლებმაც სამსახურის უფროსებისგან 2018-2019 წლებში საუკეთესო შეფასება მიიღეს. ეს თანხა მათი თანამდებობრივი სარგოს 1%-ია.
„თუ ბიუჯეტის ნაშთიდან 146 ათასი ლარის სახელფასო მუხლში გადმოტანას მხარს დავუჭერთ, მაშინ, შესაძლოა, ეს თანხა საჯარო მოხელეებზე პერიოდულად დანამატის სახით გაიცეს, – აღნიშნა მანანა ბარბაქაძემ, – ამიტომ ხელფასების მატებისთვის განსაზღვრული ეს 146 ათასი ლარი ბიუჯეტის ნაშთში უნდა დარჩეს“.
მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო, საკრებულოს წევრმა ქალმა დეპუტატებმა მანანა ბარბაქაძის პოზიცია გაიზიარეს და ხელფასების მატებას მხარი არ დაუჭირეს.
ამ წინადადებაზე ხანგრძლივი დავისა და მსჯელობის შემდეგ საკრებულომ გადაწყვიტა, რომ საკრებულოს სახელფასო ხარჯი 2020 წელს 500 ლარით, მერიის ხელფასის ხარჯი – 6 ათასი ლარით, ხოლო სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სახელფასო ხარჯი 200 ლარით გაიზარდოს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი