სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში დღეს, 3 თებერვალს, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ბაზალეთის თემის სოფლებში – წიფში, ქროლში, ღარიხევსა და ბაზალეთში მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე, მერის წარმომადგენელი თენგიზ ჭიპაშვილი და ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი შეხვდნენ. ამ სოფლებში მოსახლეობამ გარე განათებისა და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მოითხოვა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წიფის, ქროლისა და ღარიხევისთვის 10-10 ათასი ლარია განსაზღვრული, ბაზალეთისთვის – 12 ათასი ლარი.
სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ პროგრამით 890 ათასი ლარია გამოყოფილი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მოსახლეობა სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ღარიხევში, ჭილოფის უბნის მაცხოვრებლებს უგზოობა აწუხებთ.
მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე ამბობს, რომ 10 ათას ლარად საუბნო გზა ვერ მოეწყობა. მერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მომავალ წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში ჭილოფის უბნის გზის შეტანის ინიციატორი თავად იქნება.
ხვალ, 4 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მოლითის თემის სოფლებშია დაგეგმილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 25 თებერვალს დასრულდება.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.