

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 54 მუნიციპალიტეტისთვის 40 392 000 ლარი გამოიყო.
მათ შორის – იმერეთის რეგიონში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები მთავრობის #654 დადგენილებით განისაზღვრა.
ამ დადგენილების მიხედვით:
პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში ცვლილება მთავრობის დადგენილებით შევიდა. წელს პროგრამით აღარ დაფინანსდება კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა და თავშეყრის ადგილების მოწყობა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს კახა გოლუბიანის ინფორმაციით, 3 თებერვლიდან დაიწყება.
ფოტოზე: შეხვედრა სოფელ ბრუისის მოსახლეობასთან, 2019 წ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.