ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დღეს, 30 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ხარაგაულში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ შეხვედრაზე მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„თებერვლიდან ვაპირებთ უფრო ახლოს ვიყოთ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებთან. ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომელზეც ნებისმიერ დევნილს შეეძლება დაგვიკავშირდეს და თავისი პრობლემის შესახებ შეგვატყობინოს. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ დავნერგოთ ახალი პროგრამები, რომლის მეშვეობითაც დევნილი მოსახლეობა შეძლებს დაეუფლოს სასურველ პროფესიებს, ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ დასაქმებაში,“ – აღნიშნა რუსლან აბაშიძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მცხოვრებმა დევნილებმა ლორეტა ჯურხაძემ და მერაბ ნოზაძემ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ უკვე 28 წელია მათი ოჯახები მთავრობისაგან სახლებით უზრუნველყოფას ელოდებიან.
„ყველა მთავრობა გვპირდება, მაგრამ ჩვენ კვლავ დევნილებად და უსახლკაროებად ვრჩებით. მე ოჯახით ჩემი დის სახლში ვცხოვრობ,“ – აღნიშნა შეხვედრაზე მერაბ ნოზაძემ.
„სოფლად მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს შეუძლიათ „სოფლად სახლი“-ს პროგრამაში ჩაერთონ. ამ პროგრამაში ჩართვისთვის იუსტიციის სახლში უნდა მიბრძანდეს დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი, ადგილზე შეივსება აპლიკაცია. ამ ოჯახს სპეციალურ სისტემაში მიანიჭებენ ქულას, რის მიხედვითაც მათ გარკვეული თანხა გამოეყოფათ. თანხის ოდენობის მიხედვით ოჯახს შეუძლია შეარჩიოს სახლი საქართვლოს ტერიტორიაზე,“ – აღნიშნა შეხვედრაზე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ.
რუსლან აბაშიძის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს ხარაგაულში დევნილებისათვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი