

ხარაგაულში, რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი, ვინც საახალწლოდ (22-23 იანვარს) სამშობლოში გაემგზავრნენ, ჩინეთიდან ავიარეისების შეზღუდვის გამო, საქართველოში აღარ დაბრუნებულან.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძესგან მოვიპოვეთ.
სოფელ ბორითში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის მოქალაქეებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ქუთაისისა და ხარაგაულის სამსახურების წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ექიმები კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ესაუბრენ და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
„გავაცანით, თუ რა სიმპტომებით ვლინდება ვირუსი ადამიანის ორგანიზმში, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – ჩინეთის მოქალაქეებს ვთხოვეთ, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს“.
ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის, ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეების მომართვიანობა საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის მოქალაქეებს, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, მათ ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები შეხვდებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის იანვრის დასაწყისში ჩინეთში, უხანის პროვინციაში დააფიქსირა.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით
1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში