

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კილომეტრზე, სოფელ ხევთან, განმეორებით ჩამოწვა მეწყერი. დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა გზის სავალი ნაწილი. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ამჟამად აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნუგზარ გასვიანის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და იწმინდება გზის სავალი ნაწილი. მისივე ინფორმაციით, მდგომარეობას გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის სამსახური შეისწავლის და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამჟამად გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,