დღეს მამუკა ხაზარაძემ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გუნდთან ერთად, პარტიის ქუთაისის რეგიონული ოფისი გახსნა.
მან საზოგადოებას ადგილობრივი გუნდი და ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე წარუდგინა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქუთაისი უნდა იქცეს მთელი რეგიონის ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად. მან ასევე აღნიშნა, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ამოცანაა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და მოსახლეობას ამისათვის არ უწევდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება.
„ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონებში პარტიის ოფისის გახსნას. დღეს ქუთაისში რიგით მეორე ოფისი გავხსენით. ქუთაისი უნდა გავხადოთ მთელი რეგიონის ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად. ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს ის მნიშვნელობა, რაც მას ყოველთვის ჰქონდა ისტორიულად. სამწუხაროა, რომ ქალაქი დაცარიელებულია და აქ მცხოვრებთა უმეტესობა ქვეყნიდანაა გასული.
ჩვენი ამოცანა იქნება, რომ დავძლიოთ უდიდესი გამოწვევა, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ეს ადამიანები დავაბრუნოთ უკან. ჩვენ ვიცით, ეს როგორ კეთდება. შეგვიქმნია ათიათასი სამუშაო ადგილი, რომელიც დღესაც ღირსეულად მუშაობს საქართველოს მასშტაბით. თითოეულ ქართველს გვაქვს ეს ფუნქცია, რომ დავბრუნდეთ ქუთაისში და მივცეთ მას ყველაზე სერიოზული დატვირთვა. ეს იქნება პოლიტიკური, ფინანსური, ლოჯისტიკური, ტურისტული და საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა.
ქუთაისი გახდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი. უნდა დავასრულოთ საბჭოური მენტალიტეტი, როდესაც თბილისი წყვეტდა, ქუთაისს და ჭიათურას როგორ უნდა ეცხოვრა. თბილისის თავკომბალობა დამთავრდება და ისე შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, სად ცხოვრობ – მთაში, ბარში, ქუთაისში, სამტრედიასა თუ ფოთში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„მშობლიურ ქალაქში „ლელოს“ წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთავარია, რომ ჩვენ მოსახლეობას, იმერლებს, ქუთაისელებს ვუთხრათ ერთი რამ – რომ ეს არ არის მორიგი პარტია, რომელიც ხსნის ოფისს და ისეთი დაპირებების ჩამორიგებას აპირებს, რომელსაც მერე აღარ შეასრულებს.
ჩვენ გვინდა, დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი, ახალი იმედი მივცეთ მოსახლეობას და ისეთი დაპირებები გავახმოვანოთ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ არჩევნებზე ხმები მოვიპოვოთ. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმები, რადგან ჩვენი ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, გრძელვადიანი გეგმები და თავდადება. ჩვენ მზად ვართ ამ თავდადებისთვის.
ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე სიღარიბე, უიმედობა, სასოწარკვეთილებაა და ეს მოწინააღმდეგე ერთად უნდა დავამარცხოთ. ჩვენ ამ პარტიაში იმის გამო არ გავერთიანდით, რომ ერთი კონკრეტული პარტია დავამარცხოთ, ის ისედაც დამარცხებულია, რადგან მისი საქმიანობა წარუმატებელი და დამარცხებულია. ჩვენი გაერთიანება შედგა იმისათვის, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ და ქვეყანას პერსპექტივა შევუქმნათ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.