პირველი მარტიდან ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გრძელდება უსინათლოთა პროექტი „ჩვენ ერთად ვართ, შემოგვიერთდით!“ ამ პროგრამის ფარგლებში, უსინათლოები, უკვე მესამე წელია, ბრაილის შრიფტით წერა-კითხვასა და ადაპტირებულ კომპიუტერზე მუშაობას სწავლობენ. აქვე ფუნქციონირებს სამაგიდო თამაშების – ჭადრაკის, შაშისა და დომინოს სექციები.

ამ პროექტში ჩართვა პირველი მარტიდან შეუძლია ნებისმიერ მსურველ უსინათლო პირს.

მსურველები დაუკავშირდით პროგრამის მენეჯერს გულიკო ჭარბაძეს ტელეფონით 555 17 59 99.

თუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხოვრობენ უსინათლოები, ვინც ჯერ არ გაწევრიანებულა უსინათლოთა კავშირში, მუნიციპალურ პროგრამებში ჩასართავად, დაუკავშირდით ზესტაფონის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე ვასილ ლომიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე 577 32 51 42.

ვინც უსინათლოთა კავშირის წევრი ხდება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 30 ლარი ერიცხება.