

კვირას, 26 იანვარს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკ ხაჩიძის ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
10 საათიდან ხარაგაულის საკათედრო ტაძრის თორმეტი მოციქულის დარბაზში აღევლინება სამეუფეო წირვა. დღის 14 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში დაიწყება საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები.
კინოთეატრის ფოიეში განთავსდება შემოწირულობის ყუთი. საქველმოქმედო ღონისძიება გადაიცემა პირდაპირი ჩართვით ტაძრის გვერდიდან.
ღონისძიება საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის ინიციატივით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების