

საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო სისტემის გაუქმების შესახებ სარჩელს, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს განიხილავს.
ეს ინფორმაცია მოსარჩელე მხარის, ა/ო „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დირექტორ გიორგი მშვენიერაძისგან მოვიპოვეთ.
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა 2019 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ პირები, რომლებიც სასამართლოს უნდა დაეკითხა, იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პენსიის დაგროვების ახალი სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ამ სისტემით დანაზოგი დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით იქმნება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,