

ანა გერმანიაში სასწავლებლად გაზაფხულზე გაემგზავრება. ის ერთი სემესტრი ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში ისწავლის. გერმანიიდან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე თანხმობის წერილი ანამ წინასაახალწლოდ მიიღო.
ანა დეკანოსიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი კულტურის კვლევის სპეციალობით დაასრულა.
„ყოველთვის მინდოდა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა გამეფართოვებინა, ამიტომ გაცვლითი პროგრამით დავინტერესდი, – გვიამბობს ანა დეკანოსიძე, – შესარჩევი ეტაპი საბუთების შეგროვებას მოიცავს. ძირითადი ყურადღება ექცევა სამოტივაციო წერილს, რომელიც ინგლისურ ენაზე დავწერე, ასევე უცხო ენის ცოდნასა და მაღალ აკადემიურ მოსწრებას. ბოლო ეტაპი გადაწყვეტილების მიმღებ კომისიასთან გასაუბრებაა. კომისია იმ სტუდენტების საბუთებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება, პარტნიორ უნივერსიტეტში აგზავნიან.
ძალიან გახარებული ვარ. გერმანიაში კულტურის კვლევის შესწავლას გავაგრძელებ. იმედი მაქვს, მომავალ საქმიანობასაც ამ სპეციალობას დავუკავშირებ“.
თამთა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი