

დღეს, 7 იანვარს, ხარაგაულში ტრადიციული ალილო გაიმართა. ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე) მრევლთან ერთად ხარაგაულის ქუჩები აკურთხა.
მსვლელობა 12 საათზე ხარაგაულის ტაძრიდან დაიწყო. შობის მახარობლებმა ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა შობის ხატით, საჩუქრებით დატვირთული ურმითა და გალობით ჩაიარეს.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საჩუქრები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის სახსრებით შეიძინა. გარდა ამისა, ალილოს მონაწილეებმა და გზადაგზა შემხვედრმა ხარაგაულელებმა თავადაც გაიღეს წვლილი საჩუქრების შეგროვებაში.
„მაცხოვრის შობა, უდიდესი დღესასწაულია. უფალმა მიიღო კაცობრივი ბუნება და ადამიანებს გვიჩვენა თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. აქედან გამომდინარე, ალილოს მსვლელობა ადამიანების ერთმანეთთან თანადგომის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ეს ტრადიცია საქართველოში ყოველწლიურად უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება,“ – ამბობს ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა თომა (ლაცაბიძე).
„მინდა რომ სიმშვიდე, სიყვარული, სიხარული იყოს ჩემს მუნიციპალიტეტში. უფალმა დაისადგუროს თითოეული ხარაგაულელის გულში და შეგვეწიოს უფალი ყველას,“ – ამბობს ალილოს მონაწილე ნიკოლოზ დეკანოსიძე.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული