

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ არჩევნებს პროტესტი გამოუცხადა. ვახანელები მოითხოვენ 2012 წლის მაისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული რეინჯერის, მერაბ არევაძის საქმის ობიექტურად გამოძიებას.
ვახანის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იური ავალიშვილის ინფორმაციით, პირველი საათის შემდეგ ვახანის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. რატომ არ შეუერთდა თანასოფლელთა პროტესტს, ამ შეკითხვით მივმართეთ პარლამენტარს.
„პროტესტის ეს ფორმა არ მიმაჩნია სწორად. მე ავედი და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე. ის, რომ ვახანელებს არ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი ხარაგაულის საკრებულოში, ვფიქრობ, არ წაადგება მერაბ არევაძის საქმის გამოძიებას. მე ვიცი, როგორ უნდა დავუდგე გვერდით ამ ოჯახს,“ – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ნოდარ ებანოიძემ.
ამ მომენტისთვის, ვახანის საარჩევნო უბანში ხმა ორმა ამომრჩეველმა მისცა.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების