ოჯახში დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია-ფესტივალი ხარაგაულში წელს მეცამეტედ გაიმართა.

ეს ღონისძიება ხარაგაულში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, იუზა კელენჯერიძისა და ისტორიული მუზეუმის თანამშრომლობით შედგა. მუზეუმის მაშინდელმა დირექტორმა ეკა შველიძემ პროექტის – „შენ ხარ ვენახი“ განხორციელება დაიწყო.

ოჯახური ღვინოების დეგუსტაცია-ფესტივალი ხარაგაულში 2019 წლის ოქტომბერში გაიმართა. დეგუსტაციაში დამსახურებული მეღვინეები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. წარდგენილი ოცი ღვინის ნიმუშიდან ათი საუკეთესო ღვინო გამოვლინდა.

ხარაგაულელი მეღვინეები – ირაკლი ებანოიძე, ვიტალი ხარაძე, ხვიჩა წიქარიშვილი, აკაკი ბუღაშვილი, კოტე კვინიკაძე, ვლადიმერ გელაშვილი, ტარიელ კვაშილავა, ვალერი კაპანაძე, პაატა ჩხიკვაძე, გივი ფურცელაძე იუზა კელენჯერიძემ და ამირან ოქრომჭედლიძემ საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

იუზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას მეტი ხელშეწყობა სჭირდება, ოჯახში დაყენებული ღვინოების ფესტივალი ხელს უწყობს მეღვინეობის, როგორც დარგის, პოპულარიზაციას.