15 დეკემბერს თბილისის #169, ხაშურის #7, ჭობისხევის, ხარაგაულის #2 საჯარო, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიისა და ლეღვანის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ვესტუმრეთ. ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრში საინტერესო ლექცია მოვისმინეთ პარკის ბიომრავალფეროვნების შესახებ. გაგვაცნეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა.
ლექცია საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შემდეგ სამ კილომეტრიანი საინფორმაციო ბილიკი დავლაშქრეთ, მოსწავლეები დააკვირდნენ ტყის მასივს. მოვინახულეთ წმინდა ნინოს ეკლესია. გზადაგზა ხეზე დაკრულ საინფორმაციო ფლაერებს ვეცნობოდით.
სკოლებმა წინასწარ დავგეგმეთ, ერთობლივად შევერთებოდით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კამპანიას „ნუ მოჭრი, მორთე“ და ვიზიტორთა ცენტრის ეზოში ბუნებრივი ნაძვი საახალწლოდ მოვრთეთ.
ეკო კლუბ „მწვანე სამყაროს“ წევრებმა საქველმოქმედო აქციით შეგროვებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და წიგნები, ტკბილეულთან და სხვა პროდუქტებთან ერთად, საჩუქრად გადასცა ბორჯომში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, – ხუთი ბავშვიდან უფროსი 14 წლისა, ხოლო პატარა ორი წლისაა. ისინი სიხარულით შეეგებნენ საახალწლო ნობათს.
ექსკურსიის დასასრულს ბავშვები ესტუმრნენ ბაკურიანს და თოვლში სრიალითა და გუნდაობით ძალიან იმხიარულეს.
ერთობლივი სასკოლო ექსკურსიები, ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს ბავშვების დამეგობრებასა და შემდგომ ურთიერთობებს. ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ამოსავალი წერტილიც ერთობლივად აქტივობების გახორციელება და დამეგობრებაა.
თეა ტალახაძე
ეკოკლუბ „მწვანე სამყაროს“ კოორდინატორი
ფოტოზე: ექსკურსია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი