ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 24 დეკემბერს, პირველკლასელები და მათი მასწავლებლები მიიწვიეს.

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ და საკრებულოს წევრებმა სტუმრები ტკბილეულით დაასაჩუქრეს. პირველკლასელები დეპუტატების წინაშე ლექსებითა და სიმღერებით წარდგნენ.

პატარებისა და მათი დამრიგებლების საახალწლო საჩუქრები საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯებიდან შეიძინეს. საჩუქრებზე 2 050 ლარი დაიხარჯა.

2019 წლის სექტემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სკოლიდან 24 სკოლაში სწავლას 171 პირველკლასელი შეუდგა. წელს წიფისა და სარგვეშის საჯარო სკოლებში არც ერთი პირველკლასელი არ ჰყოლიათ.