(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)
ამბავს საკუთარ ფეისბუქგვერდზე დათო ლიკლიკაძე გვიამბობს:
მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსვლისას პირველ სკოლასთან გავიარეთ და უდიდესი ქვებით დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც დაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!
იმ ღამეს მშვიდად მეძინა. პროტესტი რაღაცნაირად სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.
მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ, გულს როგორი ბაგა-ბუგი გაჰქონდა, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.
დირექტორი – აბა როგორ ხართ?
-კარგად, ბატონო ალეკო, – ყველანი ვითომ გაოცებული ვართ.
-ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, თქვენთან ერთად სიამოვნებით დავლევდი.
-რაშია საქმე, ბატონო ალეკო? – კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ.
-არაფერი… ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით, როგორი თამადა ვარ?
-ვიცით, ბატონო ალეკო. ისიც ვიცით, გალაკტიონის 300 ლექსი რომ იცით ზეპირად.
-ჰოდა, ყოველ დღე, დილაობით ჩემთან შემოხვალთ და ლექსებს წაგიკითხავთ…
და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა… ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა – „ბიჭებო, რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა, არაფერი-თქო…
ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ…
მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!
პ.ს. ისე, ინციდენტში მონაწილე სამივე ბიჭი წარმატებულები გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იან წლებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი