

12 საათისთვის ხარაგაულის საარჩევნო ოლქში საარჩევნო ყუთებთან უკვე მივიდა 4 943 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 24,4 პროცენტია.
ამ წუთებში დავუკავშირდით ვახანის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იური ავალიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერჯერობით, არცერთი ვახანელი ამომრჩეველი საარჩევნო უბანში არ მისულა.
შეგახსენებთ, რომ ვახანის საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან დგას სკამი, რომელზეც დევს 2012 წლის მაისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული რეინჯერის მერაბ არევაძის ფოტო. ვახანელები აცხადებენ, რომ არ აპირებენ საარჩევნო უბანში მისვლას და ამით გამოხატავენ პროტესტს იმისთვის, რომ ობიექტურად გამოიძიონ მერაბ არევაძის მკვლელობის საქმე ხელახლა.
„კანონს ვერ დავარღვევთ და პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე ხმას ვერც ჩვენ მივცემთ, – ამბობს ვახანის საუბნო კომისიის თავმჯდომარე იური ავალიშვილი.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის