
საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს ის ადამიანია, რომელიც ისჯება იმის გამო, რომ სწამს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების და არ აწერს ხელს ოკუპაციის შედეგად ფიქტიური საზღვრის დარღვევის აღიარებას.
ვისაც ეს პროვოკაცია ჰგონია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის აღიარებს სხვა საზღვარს და არა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარს. ანუ ის უკვე დანებდა ოკუპაციას.
მაშინ როდესაც საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ხელს აწერენ საზღვრის დარღვევას და თავისუფლდებიან, ისინი არ მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს კონკრეული მოხელე თუ დეპუტატი.
თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი გაცხადებული პრინციპების დაცვა კრიზისულ სიტუაციაში, სულ ცოტა, არ უნდა აღიზიანებდეს სხვისი პრინციპულობა, პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკა, და სიმართლისადმი ერთგულება.
ჩემი ღრმა პატივისცემა ვაჟა გაფრინდაშვილს.
თავისუფლება ექიმს!
„საქართველოს საზღვარი ფსოუზე და როკის გვირაბზე გადის“.
ეს უნდა გვახსოვდეს ყველას სიტყვით და საქმით, როგორც შეგვიძლია, და არ გვშურდეს ვინმესი, ვისაც მეტის აწევა შეუძლია ვიდრე მე/ჩვენ“, – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი.
მივმართავ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს,
დღეს, 2 სექტემბერს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო საფრთხის შემცველი
3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით
ამ წერილის ტექსტს, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს,