დაბა ხარაგაულში სკვერების რეაბილიტაციისათვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა.

ამჟამად ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან – შპს „ლაკა 2014“ ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. შპს „ლაკა 2014“ სკვერების რეაბილიტაციას 67 042 ლარად გეგმავს.

ხარაგაულში 9 აპრილის სახელობის, ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარე, „დევების“, ვეფხვია ღონღაძის სახელობის, ევგენი ხარაძის სახელობის, ცენტრალური პარკის წინ მემორიალთან მდებარე, ჩოხოსნების, პატარა ხარაგაულსა და მერიის წინ არსებული სკვერების რეაბილიტაცია კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.

სკვერების რეაბილიტაციისათვის ხელახალი ტენდერის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამშენებლო ორგანიზაცია შპს „ჭედამ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. მერიისგან მოპოვებული ინფორმაციით, შპს „ჭედამ“ 168 778 ლარი ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, მხოლოდ 101 415 ლარი ღირებულების სამუშაოები განახორციელა.