დღეს, 11 დეკემებერს  ხარაგაულის სპორტულ დარბაზში სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით მაგიდის ჩოგბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. ტურნირში 51 ხარაგაულელი მოსწავლე ჩაერთო.

ვაჟებს შორის პირველი ადგილი გიორგი ეჯიბაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ნიკოლოზ კაციტაძე გავიდა ხოლო მესამე ადგილი ლუკა კვანტრიშვილს ხვდა წილად.

გოგონებს შორის პირველი ადგილი ნინი კავილაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე მაგდა თურმანიძე გავიდა, მესამე ადგილი კი მარიამ ლაცაბიძემ დაიკავა.

გამარჯვებული მოსწავლეები ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.