2019 წლის 21 ოქტომბერს გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, წელს დამატებით გაიხსნა ახალი საგამოცდო ცენტრი ქუთაისში, შესაბამისად მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარების ადგილად, სურვილისამებრ, შეერჩიათ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრი.

სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდაზე 1122 მსურველი დარეგისტრირდა (მათ შორის, თბილისის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირდა – 785 მოქალაქე, ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში – 337 მოქალაქე), მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 420 მონაწილე (მათ შორის, თბილისის საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა – 286 მოქალაქე, ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში – 134 მოქალაქე),  გამოცდა წარმატებით ჩააბარა 98 მონაწილემ (მათ შორის, თბილისის საგამოცდო ცენტრში გამოცდა ჩააბარა – 71 მოქალაქემ, ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში – 27 მოქალაქემ), რომლებსაც ადგილზე გადაეცათ სერტიფიკატები.

თბილისის საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი 4 დეკემბერს დასრულდა, ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში – 5 დეკემბერს.

წყარო