
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ:
ადამიანის უფლებათა დღე
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს თარიღი 1948 წელს დამკვიდრდა, როცა დიდი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნებმა ერთობლივად მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომელიც აწესებს ადამიანის თანდაყოლილ და ხელშეუხებელ უფლებებს. წინა მსოფლიო ომების გამოცდილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ქვეყნები ხელშეუხებელი უფლებების ერთიან დოკუმენტში ასახვაზე შეთანხმდნენ. 2019 წელს, ადამიანის უფლებათა დღე აღინიშნება სლოგანით: „ახალგაზრდები ადამიანის უფლებების დასაცავად“.
ევროკავშირის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში
ევროკავშირი დაფუძნებულია მტკიცე განზრახვაზე ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში. მდგრადი მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა ვერ იარსებებს ადამიანის უფლებათა პატივისცემის გარეშე.
ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ,
ავტორიტეტიანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ
29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მადრიდში გაიმართა ევროპის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.