

2019 წლის 8 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ლიტურგია, სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებსა და მარგვეთისა და უბისის (ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
უწმინდესის წირვაზე დასასწრებად, თბილისში ჩასული იყო მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლი. წირვის დასასრულს, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველის წარდგინებით, მისმა უწმინდესობამ სამღვდელოება დააჯილდოვა.
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაჯილდოვებულია:
მღვდელი თომა (ლაცაბიძე) – დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
მღვდელი პავლე (ცერცვაძე) – დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.
იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე) – აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში;
დეკანოზი გიორგი (რევიშვილი) – დაჯილდოვებულია მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი ნოე (კილაძე) – დაჯილდოვებულია მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი სიმონი (მჭედლიძე) – დაჯილდოვებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
მღვდელ-მონოზონი პეტრე (კურტანიძე) – დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში;
ფოტოზე: მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სამღვდელოება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური