

#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის 37-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა.
#9 ვახანის საარჩევნო უბანში პირველი ამომრჩეველი ჯერ არ მისულა.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანის ინფორმაციით, #9 ვახანის საარჩევნო უბნის კომისიის წევრებზე არანაირი ზეწოლა არ არის და უბანი მზადაა ამომრჩევლის მისაღებად.
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ვახანიდან გვამცნობს, რომ „ვახანის საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან დგას სკამი, რომელზეც დევს 2012 წლის მაისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული რეინჯერის მერაბ არევაძის ფოტო. ვახანელები აცხადებენ, რომ არ აპირებენ საარჩევნო უბანში მისვლას და ამით გამოხატავენ პროტესტს იმისთვის, რომ ობიექტურად გამოიძიონ მერაბ არევაძის მკვლელობის საქმე ხელახლა.“
ნინო კაპანაძემ გამოკითხა ვახანის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იური ავალიშვილი, რომელმაც თქვა, რომ თუ ამომრჩეველი არ მოვა, ასეთ შემთხვევაში არც ისინი მისცემენ ხმას.“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,